ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის დამაკავშირებელ გზაზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის დამაკავშირებელ გზაზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვათაცვენის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.