ჟორჟოლიანი: სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა

ჟორჟოლიანი: სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა

მთავარი არხის ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, შეატყობინეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბანკებიდან მისი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე წერს.

"შემატყობინეს, რომ სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ", - წერს ის.

ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თანხას აგროვებს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის შესაძენად.

ფონდის საშუალებით თანხა შეგროვდა 2024 წლის გაზაფხულზეც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. მათ შორის, ამ ფონდიდან მოხდა დაკავებულთა ჯარიმების გადახდაც.