ჟორჟოლიანი: ხვალ დამიბარეს სასამართლოში, Facebook-სტატუსის გამო მარიამ ლაშხი მიჩივის

ჟორჟოლიანი: ხვალ დამიბარეს სასამართლოში, Facebook-სტატუსის გამო მარიამ ლაშხი მიჩივის

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში დაიბარეს.

ნანუკა ჟორჟოლიანს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის.

სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

"ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო სადაც მას მონა ვუწოდე:))

Mariam Lashkhi -მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.

მოსამართლეა ნინო ენუქიძე. პროცესი 15:00", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.