შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე კლდის მასივის ჩამოშლის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება"- ნათქვამია განცხადებაში.