ხაშურში, ზემო სერის მოსახლეობა მთის ფერდობზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეების მასიურად ჭრის შემდეგ მთის ფერდობის ეროზიაა დაწყებული.
ისინი ხეების ჭრის დაუყოვნელივ შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ.