უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
პრეზიდენტებმა უკრაინაში ფრონტზე არსებული ვითარებისა და ვილნიუსში დაგეგმილი NATO-ს სამიტის შესახებ ისაუბრეს.
"როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი საუბარი გაიმართა ანჯეი დუდასთან. განვიხილეთ ჩვენი მოლოდინები ვილნიუსის NATO-ს სამიტთან დაკავშირებით. გვესმის ალიანსის გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მადლობელი ვარ მნიშვნელოვანი თავდაცვის მხარდაჭერისთვის პოლონეთიდან. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი პრიორიტეტული საჭიროებები ფრონტის ხაზზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი ორშაბათს პარიზში მიემგზავრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.