ზელენსკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა

ზელენსკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა.

ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულებს შორის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები არიან, რომლებსაც რუსეთი შეთხზული დანაშაულებისთვის დევნიდა.

"სახლში ბრუნდებიან ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები - მეომრები, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის რიგებში. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა ფრონტზე - მარიუპოლში, აზოვსტალში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონში, ასევე ხარკივის, მიკოლაივის, ზაპორიჟჟიას, სუმისა და კურსკის რეგიონებში.

მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც ჩართული იყო უკრაინელი პატიმრების ძებნასა და ამ მნიშვნელოვანი სამუშაოში. მადლობა იმ შედეგებისთვის, რომელიც იმედს იძლევა. და ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროების, რომ დღევანდელი გაცვლა შესაძლებელი გახდა", - წერს ზელენსკი.