პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის დონალდ ტრამპთან.
ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუმცირებს და ომს "ერთ დღეში დაასრულებს".
"თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, მასთან ვიმუშავებთ. ამის არ მეშინია", - თქვა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტიის დიდი ნაწილი უკრაინას მხარს უჭერს, რესპუბლიკელებს შორის სხვადასხვა პოზიცია არსებობს, მათ შორის "უფრო მემარჯვენე და რადიკალური".
თუმცაღა მან განაცხადა, რომ მისი აზრით, რესპუბლიკურ პარტიაში უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
ზელენსკის ისევ აწუხებს, რომ ვაშინგტონში პოლიტიკურმა ტურბულენტობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის დახმარებაზე, რაც ამ წლის დასაწყისში მოხდა.
"თავდაჯერებას ვიბრუნებთ, რაც იარაღის მიღება დავიწყეთ. მაგრამ მოწოდება უნდა დაჩქარდეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ იარაღის გამოყენება. და ისინი საზღვარგარეთ სწავლობენ, როგორ ისწავლონ იარაღის გამოყენება. ყველაფერი ეს დროს მოითხოვს", - განაცხადა ზელენსკიმ.