ზელენსკის თქმით, საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს

ზელენსკის თქმით, საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება. ეს განცხადება ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერმინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთი უკრაინელ მფრინავებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადებს.

"დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ზე"-თქვა ზელენსკიმ და საბერძნეთს პრემიერს უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს.

შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერმინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზელენსკი დანიაში გუშინ, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა.