ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა

ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა. ინფორმაციას თავად ზელენსკი ავრცელებს.

საბერძნეთში ზელენსკი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულუსს, პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს და საბერძნეთის დელეგაციას.

"დღის წესრიგში ყველაფერია, რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება საერთო ევროპულ ოჯახში", - თქვა ზელენსკიმ.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება უკრაინა-ბალკანეთის სამიტი, შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

მანამდე, ზელენსკი სამუშაო ვიზიტით დანიასა და ნიდერლანდებში იმყოფებოდა.