
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხს "კიდევ ერთი ომის თავიდან აცილებისთვის აყენებს".
"პრეზიდენტმა ერდოღანმა ეს იცის და ის მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მომავალში. ის იაზრებს ამის მნიშვნელობას, ბევრ ევროპელს ასევე ესმის ეს. ევროპელი ლიდერების 99% ასევე მხარს უჭერს ჩვენს NATO-ს წევრობას. სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და აშშ ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის ფაქტორი გავლენას ახდენს ყველას მოსაზრების ჩამოყალიბებაზე", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ NATO-ს გარეშე უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი შეუძლებელია.