უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მოწინააღმდეგემ, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ჩავლაზე დაინტერესება გამოხატა. ამის შესახებ მან Axel Springer-თან ინტერვიუში, რომელიც POLITICO-ს მფლობელია.
ზელენსკის თქმით, სამშაბათს, შუამავლების მეშვეობით პირადად მოუწოდა ტრამპს უკრაინაში ჩასულიყო, რითაც ტრამპი დაინტერესდა, თუმცა ოფიციალურად ვიზიტი შეთანხმებული არ არის. მან აღნიშნა, რომ მზადაა, მოისმინოს ომთან დაკავშირებით ტრამპის წინადადებები, თუმცა დასძინა, რომ "ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი".
უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში რუსულ გავლენაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ უარყო იდეა, რომელიც ომის სწრაფად დასრულების სანაცვლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიბის დათმობას გულისხმობს.
"თუ შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები და [შეთანხმების] უკან ეს იდეას დგას, ეს ძალიან პრიმიტიულია. მე მჭირდება ძლიერი არგუმენტები. არ მჭირდება არაჩვეულებრივი იდეა, მჭირდება რეალური იდეა, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას", - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისივე განცხადებით, ნებისმიერი გარიგება, რომელიც ომის დასრულების სანაცვლოდ, პუტინისთვის მიწების დათმობას გულისხმობს, სამომავლოდ რუსეთის მიერ ახალი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით ომების გაგრძელების წინაპირობა იქნება. მისივე თქმით, მოლაპარაკებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ სამომავლოდ პუტინს საკუთარი გეგმების შესრულების სივრცე არ უნდა დაუტოვოს.