ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მეთაური იური სოდოლი გაათავისუფლა

ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მეთაური იური სოდოლი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი გაათავისუფლა. მას გენერალი ანდრეი გნატოვი ჩაანაცვლებს.

შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა.

"ჩვენ განვიხილეთ საკადრო ცვლილებები და გადავწყვიტე, რომ შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი გენერალ ანდრეი გნატოვით" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, 24 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ აზოვის ბრიგადის შტაბის უფროსმა ბოგდან კროტევიჩმა სახელმწიფო ბიუროში შეიტანა განცხადება, რომლის თანახმადაც ის სოდოლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. კროტოვიჩი გამოძიებას პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგთან დაკავშირებით ითხოვდა.