ზელენსკიმ რუსეთის ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ზელენსკიმ რუსეთის ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სანქცირებული პოლიტიკური პარტიებია "ახალი ხალხი", "სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის", "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია".

ამასთან, ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს. 40 სანქცირებულს შორის 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის, 2 ირანის, 8 მალის, ერთის მოქალაქეობა კი გაურკვეველია. სანქცირებულთა სიაში არიან რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ პოტანინის ოჯახის წევრები.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.