ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მიხაილ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.

განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ გაათავისუფლა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები, ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაია.