ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

ზელესნკი აღნიშნავს, რომ ბაიდენი უკრაინას ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში უჭერდა მხარს, ეხმარებოდა პუტინის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს მათ მხარდაჭერას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში.

გარდა ამისა, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა პატივს სცემს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილებას.

"უკრაინასა და მთელ ევროპაში არსებული ვითარება არანაკლებi გამოწვევაა და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ამერიკის ძლიერი ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსული ბოროტების წარმატებასა და აგრესიას", - წერს ზელენსკი.

21 ივლისს ბაიდენმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კანდიდატურას ხსნის. მოგვიანებით მან დაწერა, რომ კანდიდატად მხარს კამალა ჰარისს უჭერს.