ზელენსკი: ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას, ერთობლივ ძალას ჩვენი მომავლის დაცვა შეუძლია

ლონდონის სამიტი მიეძღვნა უკრაინასა და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს. ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის: როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ.

ჩვენ, ყველა ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა გვქონდეს მყარი საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის.

ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, ისეთზე, როგორზეც დიდი ხანია არ ყოფილა.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის სამართლიანი მშვიდობის პირობებს. უახლოეს მომავალში მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების სერია.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ძალისხმევისთვის უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისკენ. ერთობლივ ძალას ჩვენი მომავლის დაცვა შეუძლია.

წერს უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ.