ზელენსკი: უკრაინას უკვე აქვს ცის დაცვისთვის სერიოზული იარაღი

ზელენსკი: უკრაინას უკვე აქვს ცის დაცვისთვის სერიოზული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის თავდასხმებისგან თავი მაქსიმალურად დაიცვას.

"საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა იარაღი ცის დაცვისთვის ჩვენ უკვე გვაქვს, აქ - უკრაინაში, ძალიან სერიოზული [იარაღია]. თუმცა უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კიდევ უფრო მძლავრი [იარაღიც]. ასევე მადლობა ყველას [სამხედროებს], ვინც თავის ზუსტი მიზნით და სისწრაფით უზრუნველყოფს იმ იარაღის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც სახელმწიფოს გამოუჩნდა", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო მხარდაჭერის მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. ამ სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინა HIMARS-ების რაკეტებს და საავიაციო საბრძოლო მასალას მიიღებს.