
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, რომელიც 15 აგვისტოს, ალასკის შტატში გაიმართება, შესაძლოა, უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს.
ამის შესახებ CBS News თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამავდროულად, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ სამიტის სამიტის საბოლოო გეგმები ჯერ ბოლომდე არ არის შეთანხმებული.
ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ, როგორც ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, იგი ჯერ პუტინს შეხვდეს, რის შემდეგაც შედგება სამმხრივი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ჩართულობით.