
დღეს ივანიშვილის სათამაშომ და 4 ოქტომბრის დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციის ადმინისტრატორმა, ბატონმა კალანდარიშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ნომერი 5-ის ჩამორთმევის შესახებ გვაუწყა, რომელიც აქამდე ჩვენთვის გაუგონარ პარტიას - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - უბოძეს. 4 ოქტომბრის ფარსზე ესეც საუკეთესოდ მიუთითებს, სადაც 5 ნომერიც კი ფეიქ პარტიას მიანიჭეს.
ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები და ვხედავთ რა საცოდავ დღეში არიან. გიორგი კალანდარიშვილს მინდა მივმართო, რომ ეს გადაწყვეტილება დააბინაოს იქ, სადაც წარმოუდგენია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ინახება და სადაც წულუკიანის დასკვნაც უნდა მოითავსონ აუცილებლად. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული რა ბრძოლაში ვართ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გაათავისუფლოს საქართველო. ჩვენ გააზრებული გვაქვს რა ბრძოლაში ვართ.
მათ ეშინიათ ყველაფრის, რაც კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ იდეას ვერ აკრძალავთ. საარჩევნო ნომრის დაკარგვა არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც ჩვენი სამშობლოს დაკარგვის საფრთხე ჰქვია და ეს სავსებით რეალურია, რადგან ვხედავთ, რომ საქართველო კარგავს ფუნქციას, იდენტობას. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის ბიულეტენზე ვინ იქნება წარმოდგენილი და რა ნომრით იქნება წარმოდგენილი, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგი დემოკრატიული არჩევნების დროს დემოკრატიული სტატუს კვო აღდგება და 5 ნომერი დაუბრუნდება მის კანონიერ პატრონს, იქამდე კი, საქართველოა დასაბრუნებელი.
განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან სანიკიძემ ბრიფინგზე.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგეს.