
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების მისცეს იმ ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩავლენ.
მისი თქმით, რუსეთს ნებისმიერი ზომის მიღება შეუძლია სტუმრების წინააღმდეგ, ხოლო უკრაინა არ არის პასუხისმგებელი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე.
"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, [რომელთა ლიდერებიც] მიემგზავრებიან 9 მაისს მოსკოვში: ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციაში. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას; ამიტომ, ჩვენ არ მოგცემთ რაიმე გარანტიას. რადგან არ ვიცით, რას იზამს რუსეთი ამ დღეებში", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინმა შესაძლოს მრავალი სახლის ნაბიჯი გადადგას, როგორიცაა ხანძრის გაჩენა ან აფეთქებები, მხოლოდ იმიტომ რომ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს. ამიტომაც ზელენსკი ლიდერებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსეთში ვიზიტს არ ურჩევს.