ზელენსკი: უკრაინამ საკუთარი იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო

ზელენსკი: უკრაინამ საკუთარი იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ საკუთარი იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო.

"უკრაინამ დაიწყო არამხოლოდ 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების, არამედ იარაღის წარმოებაც. უკრაინა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინული იარაღი, რომელიც წარმოებულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. ამასთან, კულება იმედს გამოთქვამს, რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია სრულად იქნება NATO-ში ინტეგრირებული.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმღძვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ.