ყველა საჰაერო აქტივისტი მოვიწვიოთ ჩვენი ქვეყნის მოსანახულებლად, უბრალო ადამიანებთან სასაუბროდ. ვფიქრობ, როცა თქვენი თვალით ნახავთ, რა ხდება და რა გააკეთა იქ ერთმა ადამიანმა - პუტინმა, ყველა საბოლოოდ გაიგებს, რატომ ვუწევთ ასეთ წინააღმდეგობას ბოროტებას. ჩვენ უბრალოდ საკუთარი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. უკრაინა იცავს საერთო თავისუფლებას, რადგან ამას NATO-ს ნებისმიერი წევრი გააკეთებდა. ამიტომ, ამ რეალობას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ველით NATO-ს სამიტს ვილნიუსში და რომ განისაზღვროს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების ალგორითმი.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან პრესკონფერენციისას.