ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავდაცვა, ჩვენი აქტიური ქმედებები და უკრაინის დამოუკიდებლობა რაღაც აბსტრაქტული არაა. ეს კონკრეტული ადამიანებია, კონკრეტული გმირების კონკრეტული ქმედებები, რომელთა დამსახურებით უკრაინა არსებობს და უკრაინა იარსებებს. მინდა ყველას გთხოვოთ, არ დაგავიწყდეთ, პირადად გადაუხადოთ მადლობა მებრძოლებს. გადაუხადეთ მადლობა მათ, ვისაც პირადად იცნობთ. მათ, ვისაც უბრალოდ სოციალურ ქსელებში ადევნებთ თვალს. გადაუხადეთ მადლობა მათ, ვისზეც უბრალოდ გსმენიათ. მადლიერება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მადლიერების სიტყვები მოისმინო მაშინ, როცა ასე იბრძვი შენი ხალხისთვის.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.