ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ NATO-ს მომავალი სამიტისთვის ჩვენს პარტნიორებს გარკვეული დასკვნების გაკეთებაში დავეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამიტზე იყოს მიღებული. ამ შემთხვევაში, მე ცხადია, იქ ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმება დავაჩქარო. ვფიქრობ, უკრაინა NATO-ს ღირებული პარტნიორი ქვეყანა იქნება. რეალურად, ევროპაში უძლიერესი შეიარაღებული ძალებით. უკრაინელების 90%-ს სურს იყოს NATO-ს ნაწილი. უკრაინელების 90%-ზე მეტს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი. ომის შემდეგ ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება. ჩვენ შევიტანთ აუციელებლ ცვლილებებს ბაზაში, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია ABC NEWS-თან ინტერვიუში.