უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ ახლა მსოფლიო არ იმოქმედებს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, მომდევნო წლები მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული გახადოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო დიდი იქნება მის მიერ პროვოცირებული ცვლილებები. ომის ნებისმიერი დაწყება გლობალური კატასტროფის რისკს გამოიწვევს.
2024 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, პუტინმა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წელი მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის კატასტროფული გახადოს. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული და ამას ავდიივკაში არსებული ვითარებაც ადასტურებს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ უკრაინას საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნება, ქვეყანა უკრაინელების სახლში დაბრუნებას უფრო მალე შეძლებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს დაიწყო და კვირის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური მიიღებს.