ზელენსკი: თავდაცვის ახალი პაკეტები გვაქვს, აშშ-სგან HIMARS-ის საბრძოლო მასალები მივიღეთ

თავდაცვის ახალი პაკეტები გვაქვს, შეერთებული შტატებისგან არტილერია და საჭირო ჭურვები, HIMARS-ის საბრძოლო მასალები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ტაქტიკური მანქანები და კიდევ რამდენიმე ტიპის იარაღი, რომელიც თავის ეფექტურობას ბრძოლის ველზე დაამტკიცებს. კანადიდან გვაქვს გადაწყვეტილება გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, რომლის ღირებულებაა ნახევარი მილიარდი დოლარი. არსებობს შეერთებული შტატების ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო, მაგრამ ის რეალობად იქცა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.