რუსულმა აგრესიამ თავი ამოწურა ბრძოლის ველზე. დღეს ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 522-ე დღეა. რუსეთის ხელმძღვანელობა კი ელოდა, რომ ის მხოლოდ 1-2 კვირას გაგრძელდებოდა. უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი რუსეთის ტერიტორიას უბრუნდება - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია.
მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ შეტევა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ამ ზამთარში. დღეს საბჭოსთან ერთად განვიხილე არსებული მდგომარეობა. ყველა შესაძლო სცენარისთვიუს მზად უნდა ვიყოთ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.