ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე: კარგი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე: კარგი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე შეხვდა.

ზელენსკის თქმით, "კარგი შეხვედრა იყო" და "იმედოვნებენ, რომ ყველაფერზე შედეგს მიაღწევენ".

"კარგი შეხვედრა იყო. ბევრი ვისაუბრეთ პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ. უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას.

ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ", - წერს ზელენსკი X-ზე