მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი, დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს განაჩენს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე.

ამაღლობელს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება - კერძოდ, მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სახეში სილას გაწვნისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინა სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება თავდასხმა არ ყოფილა და შესაბამისად, ვერ დაეთანხმა პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას:

„შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია… სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა“, — განაცხადა ამაღლობელმა.