![სასამართლოში ხმაურია - მანდატურს მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაყავს [LIVE]](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/68b7d685-a6d5-42c2-9f31-dd16f00ec03b.png)
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის განკუთვნილი 20,000 ერთეული დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ამერიკულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში გადაუმისამართა. ამის შესახებ მან ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 8 ივნისს განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა დიდ იმედებს ამყარებდა აღნიშნულ რაკეტებზე რუსეთის დრონული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოსკოვი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონებს. 1 ივნისს, ერთ ღამეში, რუსეთმა 472 დრონი გამოუშვა — ეს რეკორდული მაჩვენებელია.
„ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს შაჰედებთან… ყველაფერს ვიპოვით, რაც მათ გასანადგურებლად დაგვჭირდება,“ — განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ სწორედ ამ პროექტზე ვიყავით დამოკიდებული — 20,000 რაკეტა. ისინი ძვირი არ ღირს, მაგრამ სპეციფიკური ტექნოლოგიაა.“
ზელენსკის თქმით, აღნიშნული გეგმა თავდაპირველად შეთანხმებული იყო მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და მისი განხორციელება უკვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო.