ზელენსკი: ტრამპის გუნდთან ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ვამზადებთ შეხვედრას

ზელენსკი: ტრამპის გუნდთან ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ვამზადებთ შეხვედრას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან მუშაობა "ყველაზე ინტენსიურია მთელი ამ დროის განმავლობაში".

ამის შესახებ ზელენსკიმ მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან, რომლებიც ისევე ისწრაფვიან მშვიდობისკენ, როგორც თავად უკრაინა.

„მომდევნო კვირაში ევროპაში, ამერიკასა და საუდის არაბეთში დიდი სამუშაო გველოდება. ვამზადებთ შეხვედრას, რომელიც დააჩქარებს მშვიდობას და გააძლიერებს უსაფრთხოების ფუნდამენტს. დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ყველაზე ინტენსიური კომუნიკაცია პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან. ბევრი სატელეფონო ზარი შედგა. მთავარი საკითხი გასაგებია – რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობა და რაც შეიძლება საიმედო უსაფრთხოება," – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას.

იქამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან განიხილა უკრაინასა და აშშ-ს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები საუდის არაბეთში.