ზელენსკი: სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა

ზელენსკი: სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა გაწევრიანებული.

"ვფიქრობ, სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა გაწევრიანებული", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეცვალა თავისი დამოკიდებულება უკრაინის წევრობის საკითხთან დაკავშირებით და მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას.

"ჩვენი არჩევანი არ იყო NATO-ში არყოფნა. ეს იყო NATO-ს არჩევანი და ზოგიერთი სახელმწიფოს შიში, რა მოხდება, თუ უკრაინას NATO-ში მიიღებენ, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს. არც ისე სამართლიანია, რომ აქამდე არასდროს ყოფილა საინტერესო, როგორი რეაქცია ექნებათ უკრაინაში. მაგრამ ყველას აინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს. ვფიქრობ, ეს უსამართლობაა", - განაცხადა ზელენსკიმ.