ზელენსკი: შესაძლოა, ტრამპი ომის დასრულების საქმეში გადამწყვეტი იყოს

ზელენსკი: შესაძლოა, ტრამპი ომის დასრულების საქმეში გადამწყვეტი იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.

ამასთან, მისივე თქმით, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეჩერებაში დახმარება შეუძლია.

"ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. მას აქვს ამისთვის საჭირო თვისებები, მას შესწევს იმის უნარი, რომ გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია პუტინის შეჩერება, უფრო სამართლიანი იქნებოდა, გვეთქვა, მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას ეს შეუძლია.

ვფიქრობ, ის ძლიერი და არაპროგნოზირებადია. ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს ეხებოდეს. ვფიქრობ, რომ მას მართლა სურს, რომ ომი დასრულდეს. მგონი ეს მართლა ასეა", - განაცხადა ზელენსკიმ.