ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად შვედეთში გაემგზავრა. ამის შესახებ განცხადებას ზელენსკი Facebook-სა და Telegram-ზე ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ვიზიტის დროს ის შევედეთის პრემიერს, ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI-ს, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

"ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყენის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის დროს უკრაინის სამხედრო დახმარების, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის თავდაცვის სფეროში, უკრაინის ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - წერს ზელენსკი.