უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საუბრისას ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო.
"საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკე. მის სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა და მართებული იქნება ჰუმანურობის ჩვენება მისი ბედის მიმართ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
სატელეფონო საუბრისას მან ასევე ქართველ ხალხს ევროკომისიის რეკომენდაცია მიულოცა.
***
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარი არა ერთხელ გააკეთა. მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, ზელენსკის აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. გამართულ პრესკონფერენციაზე მაშინ ზელენსკიმ სააკაშვილის ფოტოებიც მიიტანა, რომლებიც მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ მდგომარეობას ასახავდნენ.
მოგვიანებით, ზელენსკიმ კიდევ ერთი პრესკონფერენცია ჩაატარა, რა დროსაც მსოფლიოს მოუწოდა "სააკაშვილის სიკვდილით დასჯა აღკვეთოს".