ზელენსკი რუსული გემის განადგურებაზე: შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ

ზელენსკი რუსული გემის განადგურებაზე: შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ

"შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავასუფთავებთ", - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელების მიერ რუსული ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურებას და თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის.

"მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს - მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და ჩვენს ხალხს მეტი მოტივაცია მივეცით", - აცხადებს ზელენსკი.

14 თებერვალს ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რუსული სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი ჩაძირეს. გარდა ამისა, ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, ამავე გემის განადგურებას ასახავდა.

მოგვიანებით ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბმა დაადასტურა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ გემის განადგურების შემდეგ რუსეთს შავი ზღვის ფლოტის 13 ხომალდიდან მხოლოდ 5 რჩება.