ზელენსკი: რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, თამამი გადაწყვეტილებებია საჭირო

ამ კვირაში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვის მიზნით დღე და ღამე მუშაობდნენ. გუშინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული 145 შაჰედი და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში, რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა

ასეთი ტერორის შეჩერება სიტყვებით შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.

ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე მდგრადი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.