არც ერთი დემოკრატიული ერი არ უნდა დარჩეს ერთიანი ევროპისა და ალიანსის მიღმა - ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს. სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია ცდილობს, ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. დღევანდელი მთავრობა თბილისში უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ, განახორციელოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის ახლობლებზე, რათა არ დაუშვათ, საქართველოსთვის წართმეული მომავლითა და ათწლეულების პროგრესის დაკარგვით სარგებელი მიიღოს. ვერ დავუშვებთ ევროპაში ერთი ქვეყნის დაკარგვასაც კი, რადგანაც ერთის დაცემა დაყოფასთან და კონფლიქტთან დაგვაახლოებს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.