
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს, რომ ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს და განიხილა როგორც მათი პარტნიორებთან კონტაქტები, ისე გუშინდელი საუბრის დეტალები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
მისი თქმით, დიპლომატიას, რომელიც მშვიდობაზეა ორიენტირებული, კოორდინირებული და შედეგებზე ორიენტირებული ძალისხმევა სჭირდება. ზელენსკი ასევე მიუთითებს, რომ რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს, რათა ოკუპაცია და ომი გააგრძელოს.
"აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს, რათა გააგრძელოს თავისი ომი და ოკუპაცია. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ზეწოლამ აიძულოს რუსეთი შეცვალოს თავისი ქცევა. სანქციებს აქვს მნიშვნელობა და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მათ უფრო მტკივნეულს ხდის იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ომზე არის პასუხისმგებელი.
ეჭვი არ არის, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე არსებული წინადადებები უნდა იყოს ნათელი და რეალისტური. უკრაინა მზად არის ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატისთვის, რომელიც შედეგს მოიტანს. და თუ რუსეთი გააგრძელებს არარეალური პირობების დაყენებას და პროგრესის დაბრკოლებას, მკაცრი შედეგები უნდა მოჰყვეს", - წერს ზელენსკი.