უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი შეტევების გაძლიერებას შეეცდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც გაზაფხულისა და ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშები მოისმინა.
"მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ არეულობაა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ", - აღნიშნა მან.
უკრაინული მედიის ცნობით, მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩასივ-იარისთვის ბრძოლას, პოკროვსკისა და კუპიანსკის მიმართულებით.