ზელენსკი: რუსეთი ქრისტიანულ ეკლესიებისა და მორწმუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა

ზელენსკი: რუსეთი ქრისტიანულ ეკლესიებისა და მორწმუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქრისტიანული აღდგომის დღესასწაულის ფონზე X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის პირობებში მრავალი ეკლესია განადგურებულია და ათასობით მორწმუნეს საფრთხე ემუქრება.

ზელენსკის თქმით, ათასობით უკრაინელი მორწმუნე დღეს დაზიანებულ ან სრულად დანგრეულ ტაძრებში შევა აღდგომის ლოცვაზე.

"მილიონობით უკრაინელისთვის აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. და მილიონობით უკრაინელი ეკლესიაში წავა. სამწუხაროდ, ბევრნი იმ ეკლესიებში შეაბიჯებენ, რომლებიც დაზიანებულია ან დანგრეული.

რუსული არმია ქრისტიანული ეკლესიებისა და მორწმუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულია ან აწამებულია 67 უკრაინელი მღვდელი, პასტორი და ბერი. განადგურებულია 640 რელიგიური ობიექტი, უმეტესად — ქრისტიანული. მაგრამ ჩვენ მათ ყველა აღვადგენთ.

ზუსტად ისე, როგორც ვაბრუნებთ მღვდლებსა და პასტორებს რუსული ტყვეობიდან, ისე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ უკრაინული ქალაქები, სოფლები და ჩვენი ხალხის სიცოცხლე — ასევე ვაბრუნებთ რწმენის შანსს, რწმენას, რომ ბოროტება და ნგრევა ვერ გაიმარჯვებს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება.", - წერს ზელენსკი.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ამ ბრძოლაში მხარს უჭერს.