ჩვენი სანქციების პაკეტები პარტნიორებთან დეტალურად მუშავდება. ეს არის ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი საერთო ამოცანა - აბსოლუტურად ყველა ჩვენგანის, ვინც ომის უფრო სწრაფად დასრულებისა და უფრო სწრაფი გამარჯვების გზას ეძებს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყოველგვარი შესაძლებლობა აღმოიფხვრას. ყოველი რუსული სქემა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ სანქციებს, ამ ომს უფრო ახანგრძლივებს, აგრესორს კი შესაძლებლობებს მატებს.
შესაბამისად, რაც უფრო მკაცრი იქნება სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ, რაც უფრო მეტი შეზღუდვა ექნება ტერორისტულ სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს, მით უფრო მალე დასრულდება აგრესია.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
გუშინ, ზელენსკიმ 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამასთან, სანქცირებულია რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიტიკური პარტიები.