ზელენსკი: ყველა მიმართულებით ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ეს ბედნიერი დღეა

დღეს ფრონტია. დონეცკის ოლქი, ზაპოროჟიე. ჩვენი მეომრები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების მიმართულებები. დღეს ყველა მიმართულებით ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს უფრო მეტი ასეთი დღე ვუსურვე.

ზელენსკიმ თქვა, რომ 26 ივნისს ის იმყოფებოდა "ხორტიცის" ნაწილებში, რომლებიც გმირულად გამოირჩეოდნენ ბახმუტისთვის ბრძოლაში.