ზელენსკი: ყოველდღე ვაძლიერებთ უკრაინას და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც იმავეს აკეთებს

ვამზადებთ ძლიერ სიახლეებს უკრაინისთვის. ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მებრძოლებს. დღეს და ზოგადად, ამ კვირაში, მთავარი ამოცანაა, იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, ახალი შესაძლებლობები ჩვენი თავდაცვისთვის. მხარდაჭერის სახელი - პაკეტი პარტნიორებისგან. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის შევძლოთ ვთქვათ, რომ უკრაინამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების წრისკენ. შემდეგი კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დროა. არ დავკარგავთ მომზადების არც ერთ დღეს, არ გამოვტოვებთ არც ერთ შედეგს უკრაინისთვის. ყოველდღე ვმუშაობთ, ყოველდღე ვაძლიერებთ უკრაინას და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც იმავეს აკეთებს. მხოლოდ სიძლიერე უკრაინისთვის. დიდება ყველა ჩვენს მეომარს! დიდება ყველას, ვინც გამარჯვებისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მუშაობს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.