კრემლიდან კაცს აშკარად ძალიან ეშინია და ალბათ, სადმე იმალება და არ ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვში აღარ არის. სადღაც რეკავს, იქ რაღაცას ევედრება. იცის, რისიც ეშინია, რადგან ეს საფრთხე თავად შექმნა. ყველა ბოროტებას, ყველა დანაკარგს, მთელ სიძულვილს თვითონ ავრცელებს და რაც უფრო მეტ ხანს შეძლებს თავის ბუნკერებს შორის სირბილს, მით მეტს დაკარგავს. რას ვიზამთ უკრაინელები? ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად და არ ვიქნებით უმოქმედოდ. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიგოთ და ასეც იქნება. ჩვენი გამარჯვება ამ ომში ცალსახა იქნება. და რას აკეთებთ თქვენ? რაც უფრო მეტ ხანს დარჩებიან თქვენი ჯარები უკრაინის მიწაზე, მით მეტ ნგრევას მოუტანს ისინი რუსეთს მოგვიანებით. რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს ადამიანი კრემლში, მით მეტი კატასტროფა იქნება.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.