უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინის დამარცხება დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ამის შესახებ მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"პუტინმა უნდა წააგოს, ეს დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიული სამყარო კარგ პერსპექტივას მიიღებს მომავალი თაობისთვის", - ამბობს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.
"გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ერთობლივ პოლიტიკურ შედეგებზე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.