
გუშინ პუტინის განცხადებები მოვისმინეთ – მან წამოაყენა გარკვეული პირობები, რომლებიც ნათლად აჩვენებს: ის არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას. მას ომი სჭირდება – ეს ყოველთვის ცხადი იყო და კვლავაც აშკარაა.
პუტინი იტყუება ფრონტზე რეალური მდგომარეობის შესახებ, იტყუება დანაკარგებზე, იტყუება საკუთარი ეკონომიკის ნამდვილ მდგომარეობაზე, რომელიც მისი წარუმატებელი იმპერიული ამბიციების გამო დაზარალდა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიპლომატიური ძალისხმევა ჩავარდეს.
პუტინი ამ ომიდან ვერ გამოვა, რადგან მაშინ ის ყველაფერს დაკარგავს. სწორედ ამიტომ, ის ცდილობს საბოტაჟი მოუწყოს დიპლომატიას, წამოყენებული აქვს გაუმართლებლად რთული და მიუღებელი პირობები ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტამდე.
ის შეეცდება ყველას ჩართოს უსასრულო მოლაპარაკებებში, ზუსტად ისე, როგორც "მინსკის" შემთხვევაში – დღეების, კვირებისა და თვეების ფუჭი დისკუსიებით დროს გაწელავს, სანამ მისი იარაღი ხალხს კლავს. პუტინის ყველა პირობა მხოლოდ დიპლომატიის დაბლოკვის მცდელობაა – ასე მუშაობს რუსეთი. და ჩვენ ამის შესახებ აქამდეც ვაფრთხილებდით ყველას
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სოციალურ ქსელ Telegram-ში.