უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს გერმანიაში მისი პირველი ვიზიტია.
"უკვე ბერლინში ვარ - იარაღები, ძლიერი წინადადებები, საჰაერო თავდაცვა, რეკონსტრუქცია, ევროკავშირი, NATO, უსაფრთხოება", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
მანამდე ზელენსკი ხანმოკლე ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა - ის რომის პაპსა და ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო იტალიაშიც.