ზელენსკი: ოპერაციაზე წელიწადნახევარი ვმუშაობდით, რუსეთში ოფისი ФСБ-ს ოფისის გვერდით გვქონდა

ზელენსკი: ოპერაციაზე წელიწადნახევარი ვმუშაობდით, რუსეთში ოფისი ФСБ-ს ოფისის გვერდით გვქონდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაცია “ობობის ქსელი” (“Павутина”) შეაფასა და აღნიშნა, რომ ის წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.

„რუსეთში ჩვენი ‘ოფისი’ უშუალოდ ФСБ-ს რეგიონული ოფისის გვერდით გვქონდა მოწყობილი“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოპერაციაში 117 დრონი მონაწილეობდა, რომლითაც უკრაინამ რუსულ ავიაბაზებს დაარტყა და გაანადგურა რუსეთის სტრატეგიული საკრუიზო რაკეტების მატარებელი ავიაციის 34%.

კიევი აცხადებს, რომ შეტევებმა რუსეთის სამხედრო ავიაციას მილიარდობით დოლარის ზიანი მიაყენა.